რუსთავის N23 სკოლის მე-4 კლასელებისთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი და ემოციური გასვლითი აქტივობა მოეწყო
26-11-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4დ კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი და ემოციური დღე მოეწყო.

არაფორმალური განათლების ფარგლებში, მოსწავლეები, მასწავლებელ ნანა გოგიტაურთან და მშობლებთან ერთად მთაწმინდა-საგურამოს მიმართულებით გაეშურნენ.

გასვლითი გაკვეთილი საგურამოში – ილიას სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა. ბავშვებმა მოისმინეს და განიხილეს ილიას ფასდაუდებელი აზრები განათლებასა და ცოდნაზე. ტექსტის მიხედვით ჩამოაყალიბეს მოსაზრებები იმაზე, თუ რატომ არის ცოდნა „სანთელი“ და როგორ შეიძლება ეს ნათება ადამიანმა სხვასაც გაუნაწილოს. იმოგზაურეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორიაში, დაასახელეს მისი ცნობილი წევრები, პასუხები გასცეს კითხვებს. გაკვეთილი იყო შემეცნებითი, შემოქმედებითი და ნამდვილად განსხვავებული – ილიას სულისკვეთებით გაჟღენთილი.

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ბავშვებმა პატივი მიაგეს დიდი მამულიშვილების სამუდამო ადგილსამყოფელს.

„მადლობას ვუხდით კლასის მშობლების მხარდაჭერის და გულითადი ნდობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203