გალაკტიონის კვირეული ქუთაისის N36 სკოლაში - პოეზიის სურნელით ნაჭედი დღეები
27-11-2025

მთელი კვირის განმავლობაში ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა მეფე პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ხელმძღვანელობდა.

სკოლის სივრცე კიდევ ერთხელ გადაიქცა პოეზიის სამყაროდ - ბავშვები დიდი სიხარულით, სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით ჩაერთნენ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში.

ჩატარდა კონკურსი „ვკითხულობთ გალაკტიონს“, სადაც მოსწავლეები სცენაზე წარადგინეს მათთვის საყვარელი ლექსები. მოსწავლეები რუდუნებით კითხულობდნენ საუკუნო ქნარის მფლობელის ლექსებს. „ერთხელ კიდევ დაგვარწმუნეს, რომ ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავდა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ თითოეული გამოსვლა ემოციური და განსხვავებული იყო.

სკოლის ფოიეში მოეწყო გალაკტიონ ტაბიძის პოეზიით შთაგონებული ნახატების გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა ფერებითა და ხაზებით გამოხატეს ტაბიძის პოეტური სამყაროს ხედვა.

გარდა ამისა, ჩატარდა ესეების კონკურსი თემებზე - „მერი – გალაკტიონის დღიურიდან“ და „წერილი მერის“,

სადაც მონაწილეებმა საკუთარი შემოქმედებითი ფანტაზიითა და ლიტერატურული ხედვით შექმნეს ახალი, ორიგინალური ტექსტები.

ღონისძიებების ბოლოს მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, მათი შრომისა და შემოქმედებითი ჩართულობის აღსანიშნავად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203