„ეტალონის“ ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონები გამოვლინდნენ
28-11-2025

25-26 ნოემბერს „ეტალონის“ ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის ეფექტური მართვა. 

არაფორმალური განათლების პროექტების ფლაგმანი „ეტალონის“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ოლიმპიადები ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადით 18-19 ნოემბერს. ოლიმპიადები ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით იმართება.

ოლიმპიადაში, მთელი საქართველოდან, დიდი მონდომებითა და ინტერესით არიან ჩართულნი პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლების მოსწავლეები. თითოეულ მათგანს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას !

ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დასრულების შემდგომ თითოეულ კლასში გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგის მქონე აბსოლუტური ჩემპიონები. ისინი სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

ასევე, კლასების შესაბამისად გამოვლინდნენ მოსწავლეთა მაღალქულიანი ათეულები. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ: ბმული1  და ბმული2

მონაწილე მოსწავლეთა ნაწილის წარმატების სიგელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:

·      განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში

·      სკოლაში

 

საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი გრძელდება შემდეგ საგნებში: 

ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)

მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)

ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს. 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203