
არაფორმალური განათლების პროექტების ფლაგმანი „ეტალონის“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ოლიმპიადები ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადის გაგრძელდა. ოლიმპიადა 25 და 26 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.
ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის ეფექტური მართვა.
ოლიმპიადაში, მთელი საქართველოდან, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლების მოსწავლეები. თითოეულ მათგანს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას !
მოსწავლეთა ნაწილის წარმატების სიგელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
უკვე ცნობილია, მაღალქულიანი ათეულების ვინაობაც. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ ბმული1 და ბმული2
აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
· განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
· სკოლაში
საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი გრძელდება შემდეგ საგნებში:
› ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)
› მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)
ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე
„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !