„ოქროსფერი შემოდგომა“​ - ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული ღონისძიება 
26-11-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაუტარდათ. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღია ცის ქვეშ, ბუნებაში შეასხეს ხოტბა. 

თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და სასკოლო ცხოვრების გამდიდრება-გამრავალფეროვნებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203