
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პარტნიორობით, გაიმართა ეროვნული საავიაციო ფორუმი „Callsingn: 1919“, რომლის ფარგლებში გამოვლინდნენ მოდელების კონკურს AvGeeks-ის გამარჯვებულები, მათ შორის სკოლა-გიმნაზიის ოთხი მოსწავლე: მიქაელ ალთუნაშვილი, ანდრია ტურაბელიძე, ნინო მარიამიძე და მარიამ პაატაშვილი.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით, მათ შორის ორკაციანი საგზურით ევროპაში და თელავის აეროპორტ „მიმინოში“, უნივერსიტეტის თვითმფრინავის ფრენის მასტერკლასით.
სკოლა-გიმნაზია ულოცავს გამარჯვებას მოსწავლეებს და უსურვებს მათ წარმატებებს მომავალში.
იხილეთ ფოტოები: