საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მე-7 კლასელთა შორის საკალათბურთო შეჯიბრება გაიმართა 
26-11-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

სპორტული კვირეულის ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის მე-7 და მე-7 კლასებს შორის ჩატარდა შიდასასკოლო შეჯიბრება კალათბურთში.

სპორტულ შეჯიბრში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა და მე-7ბ კლასის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203