
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-3გ კლასში (კლასის ხელმძღვანელი ნარგიზი შელია) ჩატარდა ღონისძიება „ხალხი და ბუნება“.
შედგა შემოდგომის იმიტირებული სასამართლო პროცესი.
„სამართლებრივმა პროცესმა“ განიხილა ბუნების ელემენტები: წვიმა, მზე, ქარი, სეტყვა და ადამიანის დამოკიდებულება მათთან. ეს გამოცდილება არ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო სერიოზული ფიქრი ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და ბუნებასთან ურთიერთობაზე.
მოსამართლემ, მხარეებმა და მოწმეებმა დაგვარწმუნეს, რომ ბუნება ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
პროექტმა მოსწავლეებს ასწავლა პატივი, სიფრთხილე და სიჯანსაღე ბუნებასთან ურთიერთობაში.
იხილეთ ფოტოები: