
თბილისის N142 საჯარო სკოლაში შემოქმედებითობა წახალისებულია, სასკოლო ცხოვრება კი გამდიდრებულია საინტერესო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში სტარტი აიღო პროექტმა - „ჩვენ ვქმნით კრეატიულ სამყაროს“.
პირველი ნაბიჯი უკვე გადიადგა, წიგნებისგან შეიქმნა კედელი, რომელიც გვახსენებს, რომ თითოეული წიგნი ახალი სამყაროს კარია.
ინსტალაცია მეტად შთამბეჭდავი სანახავია.
„ეს მხოლოდ დასაწყისია და ერთად უფრო საინტერესო და კრეატიულ სივრცეებს შევქმნით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტს დიდი შემართებით ახორციელებენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: