თბილისის N142 სკოლის მე-10 კლასელებს ისტორიის გაკვეთილი ინტელექტუალურ თამაშად ექცათ
27-11-2025

თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით ამდიდრებენ. 

​ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილი ინტელექტუალურ თამაშად ექცათ. მოსწავლეებმა „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“ ითამაშეს. 

მოსწავლეები ერთმანეთის ცოდნას აკვირდებოდნენ, ბერძნული სამყაროს თემებზე მსჯელობდნენ და აქტიურად ეძებდნენ სწორ პასუხებს.

გაკვეთილი ძალიან ენერგიული, ხალისიანი და პროდუქტიული გამოვიდა - სასიამოვნოა, როცა სწავლა თამაშად იქცევა და მოტივაციას ორმაგად ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203