აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეები ფორუმი - „შეეხე ისტორიას“ მონაწილეობდნენ
27-11-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

18 ოქტომბერს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი - „შეეხე ისტორიას“ გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობაზე და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-გაფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრა.

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს და სამინისტროს თითოეულ წევრს საინტერესო შესაძლებლობისთვის

„მადლობა მასწავლებლებს მაყვალა მეფორიას და ვენერა(ნანი) ესართიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203