აფხაზეთის N14 სკოლის მასწავლებელი მაყვალა მეფორია  მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის​ დაჯილდოვდა
27-11-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მაყვალა მეფორია მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას არაერთი წელია სამაგალითოდ ემსახურება. 

პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მაყვალა მეფორიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

7 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის დაფასება და მას შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები ვულოცავთ ასეთ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203