„შემოდგომის ფერებით“ - ხელოვნებისა და ნიჭის ზეიმი აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში
26-11-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა ნიჭიერებამ იზეიმა. ლამაზმა საშემოდგომო ღონისძიებამ სახელწოდებით „შემოდგომის ფერებით“ სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა (ნანი) ესართია

სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს ლექსები და ლამაზი სცენარები წარუდგინეს. გამოფენილი იყო მათ მიერ შექნილი ნახატები და ბარაქიანი ნობათი.

ზეიმი შემოდგომის ნობათის დაგემოვნებით დასრულდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების დეკლამატორმა - ელენე ხარჩილავამ, ძალიან კარგად გაართვა თავი ღონისძიების მსვლელობას, რისთვისაც მადლობას უხდიდან

სკოლა ასევე მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილესა და მასწავლებლებს ვენერა ესართიას და მაყვალა მეფორიას ამ ულამაზესი დღისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203