აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ექიმმა პირველკლასელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა 
26-11-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის ექიმი მაგული ქობალია დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე - „რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ“. 

პატარები სვამდნენ კითხვებს, რომელთაც დიდი სიყვარულით პასუხობდა ექიმი. ბავშვებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ექიმმა მოსწავლეები დაათვალიერა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის სკოლის ექიმს მოსწავლეებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203