ივერიის საჯარო სკოლის პედაგოგი ნუკრი ღორჯომელაძე მომავალი თაობის აღზრდასა და განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის​ დაჯილდო​ვდა
27-11-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნუკრი ღორჯომელაძე ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - მოსწავლეთა სწავლა-განათლებას არაერთი წელია ემსახურება. 

მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლის მუსიკის მასწავლებელი მომავალი თაობის აღზრდასა და განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბატონი ნუკრი დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უდგას გვერდით თავის აღსაზრდელებს, ასწავლის მათ სიმღერას, მუსიკისადმი სიყვარულს და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას. მისი შრომა და თავდადება აღსანიშნავია როგორც კოლეგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც.

„გილოცავთ, ამ ღირსეულ აღიარებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ კოლეგის ღვაწლის დაფასება. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203