„ვულოცავთ, წარმატებას, ვუსურვებთ, არაერთ გამარჯვებას მომავალში!“ -ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი აბაშიძე ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალისტია
26-11-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში ანი აბაშიძის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლე „კინგსის“ ოლიმპიადის ფინალისტია ინგლისურ ენაში.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„განსაკუთრებული სიამაყით ვაცხადებთ, რომ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანი აბაშიძემ „კინგსის“ ინგლისურის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე უმაღლესი შედეგი აჩვენა და ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი სკოლის სახელი! 

ანის შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ცოდნისადმი სიყვარული ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს.

მისი წარმატება ჩვენთვის ყველასთვის დიდი სტიმულია — როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

ვულოცავთ ანის ამ წარმატებას, ვუსურვებთ ახალი მწვერვალების დაპყრობასა და არაერთ გამარჯვებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203