„ფერადი შემოდგომა“ ივერიის საჯარო სკოლაში
26-11-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული საშემოდგომო ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა ჩვენს სკოლაში“ გაიმართა. 

ჩვეულებისამებრ, შემოდგომის ნაირფერმა ფერებმა სკოლაში ნამდვილი დღესასწაული შექმნა.

მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური ნამუშევრები, მოამზადეს პატარა ინსცენირებები და საოცარი დეკორაციები, რომლებმაც სივრცე განსაკუთრებულად გაალამაზა.

პატარა შემოქმედებმა დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ შემოდგომა მხოლოდ სეზონი არ არის - ეს არის ფერი, სითბო და შთაგონება.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მადლობას უხდიან ყველას ვისაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ ფერადი და ნაზი დღის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203