„მადლობა, საუკუნის ავტოგრაფისთვის“ - თბილისის N142 სკოლაში ტარიელ ხარხელაურს ღონისძიებით უმასპინძლეს
26-11-2025

თბილისის N142 საჯარო სკოლაში თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს უმასპინძლეს.

14 ნოემბერს, სკოლაში ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებით „პოეზიის ხევისბერის“ 80 წლის იუბილე აღინიშნა. 

14 ნოემბერი სკოლაში შემოქმედების დღესასწაულად იქცა და სკოლის ისტორიაში გამორჩეულ ფურცლად ჩაიწერა -  სკოლაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიამ იზეიმა.

ღონისძიების შესახებ სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე თავად გვიყვება. 

„მე თავადაც ვმონაწილეობდი და პოეტის ლექსი - „მანძილი შენამდე“ წავიკითხე ( ამით გაიხსნა საღამო). ვფიქრობ, შევძელით გუნდურად ღირსეული პატივის მიგება ჩვენი საუკუნის გამორჩეული პოეტისა და ერისკაცის, ბატონი ტარიელისადმი. ორი სატელევიზიო არხი გვსტუმრობდა - საზოგადოებრივი მაუწყებელი და საპატრიარქოს ტელევიზია და გავიდა კიდეც სიუჟეტები. 

ჩემო ნანა ზარქუა, ეს შთამბეჭდავი და დაუვიწყარი საღამო თქვენი უზადო ნიჭიერებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელმაც თქვენს მხრებზე გადაიარა.

უზომოდ მადლიერი ვარ მე და მთელი ჩვენი სასკოლო საზოგადოება ყველას სახელით გიძღვნით მადლობას. მერწმუნეთ ძვირფასო ნანა, თქვენი კვალიც არის ნათელი და წარუშლელი.

მადლობა, ჩვენი საუკუნის გამორჩეულ პოეტს და ერისკაცს, ბატონ  ტარიელ ხარხელაურს სტუმრობისათვის, საუკუნის ავტოგრაფისთვის.

მადლობა, საღამოს თითოეულ მონაწილეს, მოსწავლეთა მშობლებს და ჩვენს ძვირფას, საპატიო სტუმრებს, გმადლობ უფალო!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ვიდეო იხიელეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203