მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ზღაპრული საშემოდგომო თავგადასავალი 
26-11-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-3 კლასელთა „საშემოდგომო ზეიმი“ განსხვავებული ფორმატით გაიმართა, პატარები „Kera Ethno Group - კერა ეთნო ჯგუფს“ ესტუმრნენ, სადაც საშემოდგომო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი დროის ხელსაწყოები, დაახლოებით 500 წლის წინანდელი ოდა სახლები, მარანი, დარგეს ჩითილები, ამოავლეს ჩურჩხელები, ასევე მათ წარადგინეს შესწავლილი ლექსები და სიმღერები.  

გასვლით ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ნ. აბურჯანიამ და ხ. ჟვანიამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203