ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბერძენ, რუმინელ და თურქ ბავშვებთან ერთად ონლაინ საგანმანათლებლო თამაშში მონაწილეობდნენ
26-11-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა არაერთი წელია, ჩართულია eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში. 

eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

20 ნოემბერს, ჩხორიის საჯარო სკოლაში საერთაშორისო eTwinning პროექტის - „მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - ფარგლებში, (ხელმძღვანელი ლ.ხვიჩავა, მონაწილე მასწავლებლები: ი.სოსელია, მ.ქარდავა, ნ.ჯოჯუა.) გაიმართა Kahoot!-ის თამაში თემაზე: „სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმები“. მონაწილეობდნენ: საქართველოს, საბერძნეთის, რუმინეთისა და თურქეთის სკოლების მოსწავლეები. თამაში სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მე-12 კლასის მოსწავლეს - გიგი შუკვანს თამაშის შექმნისთვის და წარმართვისთვის, ასევე ინგლისური ენის მასწავლებელს - ნინო ჯოჯუას დახმარებისთვის. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203