
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს.
მოსწავლეებმა ცოდნის დიდ სამყაროში მოგზაურობა, ჯადოსნურ 33 ასო-ბგერასთან ერთად, ხალისითა და დიდი შემართებით დაიწყეს.
პედაგოგმა - ნათია ლიკლიკაძემ მათ სასწავლო შემართებაზე იზრუნა და ბავშვები არაერთ სასწავლო-შემეცნებით, სახალისო თუ საზეიმო აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
„ბავშვებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გახსოვდეთ, თქვენს ხელში უკვე არის ის გასაღები, რომელიც ცოდნის დიდ კარს გაგიღებთ!
გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ მოღვაწეობასა და მწვერვალების დაპყრობას! მჯერა, თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს!“,- მიმართა პედაგოგმა მოსწავლეებს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: