დეხვირის საჯარო სკოლის მე-9 კლასელები პროფესიათა მახასიათებლებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაეცნენ - ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის საინტერესო გაკვეთილი
25-11-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახანქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა,  მეცხრე კლასში პროფორიენტაციის ფარგლებში, ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა პროფესიათა მახასიათებლების გაცნობას, კონკრეტული პროფესიის როლის გააზრებას.

მნიშვნელოვანია შედეგიც - პროფესიათა ბუნების გაცნობა, გავარჯიშება, შემოქმედებითი აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის განვითარება. 

გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და მეთოდებით: პროექტის შექმნა, პრეზენტაცია, ფილმის ჩვენება.

მასწავლებელმა, სპეციალურად გამზადებულ ბარათებზე დაწერა სხვადასხვა პროფესიები, მოსწავლეებმა აირჩიეს ეკოლოგის პროფესია და გააკეთეს პოსტერი თემაზე - „ორგანული ნარჩენების მართვა და კომპოსტირება“. 

მე-9 კლასელებმა ასევე ნახეს ფილმი პროფესიათა მახასიათებლების შესახებ. ბოლოს გაკვეთილის შეჯამების მიზნით გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, დაითქვა თაიღიც

„წარმატებას ვუსურვებთ ლამზირა მასწავლებელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავან სკოლაში, ახარებთ პედაგოგის საინტერესო ინიციატივა და მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203