აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აბულის ციკლოპურ ციხესიმაგრეს ესტუმრნენ - VII, VIII, X კლასების მოსწავლეებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის VII, VIII, X კლასების მოსწავლეებისთვის ისტორიაში გამორჩეულად შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.

მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე, აბულის ციკლოპურ ციხესიმაგრეში, გაცნობოდნენ ძველი არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს - აბულის ციხეს.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დეტალურად დაათვალიერეს ნაგებობის მკაფიოდ გამოხატული ციკლოპური სტილი, ქვის კედლები და ისტორიული პერიოდისთვის დამახასიათებელი თავდაცვითი სტრუქტურები.

ისტორიის მასწავლებელმა ა. მამულიანმა მოსწავლეებს ესაუბრა ძეგლის მნიშვნელობაზე და იმ ეპოქაზე, როცა ციხექალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილი განსაკუთრებულად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203