ღონისძიება, რომელმაც ბავშვების ფანტაზია, შემოქმედება და სიხარული გააერთიანა- ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს
25-11-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი საყვარელი ავტორის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე გამორჩეულად იზეიმეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს და ცნობილი შვედი მწერლის ნაწარმოებების წაკითხვისას განცდილი სიხარული ერთმანეთს კიდევ ერთხელ გაუზიარეს. 

მოსწავლეები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ: ერთმა ჯგუფმა პოსტერი შექმნა, მეორემ პეპის ეპიზოდი გააცოცხლა, მესამემ კარლსონის სცენა გაითამაშა, ხოლო მეოთხემ საყვარელი პერსონაჟები ნახატებისა და ნაძერწების მეშვეობით წარმოაჩინა.

„ჩვენს კლასში მოკრძალებულად, თბილად და შემოქმედებითად აღვნიშნეთ ასტრიდ ლინდგრენის იუბილე. მწერლისა, რომელმაც ბავშვებისათვის სითბოთი, თავისუფლებითა და ფანტაზიით სავსე სამყარო შექმნა. ეს იყო დღე, სადაც ფანტაზია, შემოქმედება და სიხარული ერთად შეიკრიბა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

ღონისძიებას მასწავლებელი ირმა ჩირგაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203