
დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი ახალი კადრებით დაიწყო.
სკოლის პედაგოგიურ გუნდს შეუერთდა რამდენიმე ახალი მასწავლებელი - მათემატიკის უფროსი პედაგოგი მარიამ დაუთაშვილი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე, ისტორიის უფროსი მასწავლებელი ალექსანდრე კაკულია და სპორტის უფროსი მასწავლებელი გიორგი მემანიშვილი.
ახალი კადრები სკოლაში სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებას გააძლიერებენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალ კოლეგებს წარმატებულ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„წარმატებები მათ თავიანთ საქმიანობაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: