კორხის საჯარო სკოლის ღვწალოსილი მასწავლებელი მნაცაკან აფოზიანი საზეიმოდ დაჯილდოვდა 
26-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებელი მნაცაკან აფოზიანი მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ნახევარი საუკუნეა ემსახურება. 

მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. პედაგოგს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის დამსახურებული პედაგოგები, მათ შორის კორხის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის დამსახურებული პედაგოგი მნაცაკან აფოზიანი 50-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობით.

პედაგოგებს გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203