
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ქართული პოეზიის მეფის - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი საოცარი ღონისძიება IVბ კლასში გაიმართა.
გალაკტიონის პოეზიას, რომელიც დროის მიღმა დგას, მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს და მისი უკვდავი პოეზია სცემაზე გააცოცხლეს.
ღონისძიება, სავსე იყო სითბოთი, შემოქმედებითობითა და ქართული სიტყვის სილამაზით.
ლექსებმა, მუსიკამ, მოგონებებმა, ნახატებმა - ყველაფერმა ერთად შექმნა პოეტური განწყობა.
დღევანდელი დღე იყო მოგზაურობა იქ, სადაც ბავშვები პოეზიის გზებს იპოვნიან.
IVბ კლასის დამრიგებელი თ.ჯინჭარაძე გახლავთ, ღონიძიების დიზაინი კი ქეთი ნინუას ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: