„ოქროს შემოდგომა“- საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საოცარი საშემოდგომო სანახაობა
25-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. 

სკოლაში ჩატარდა ძალიან ლამაზი და სახალისო ღონისძიება თემაზე - „ოქროს შემოდგომა“. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ფერად-ფერადი დეკორაციებით, ბუნებრივი მასალებით შექმნილი ნამუშევრებითა და ნახატებით საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს. 

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა წარმოადგენეს ხელნაკეთი აპლიკაციები, ლამაზი კომპოზიციები და სეზონური დეკორაციები.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოსწავლეთა მიერ მომზადებულმა მცირე წარმოდგენებმა და მუსიკალურმა ნომრებმა, რომლებიც შემოდგომის ფერებისა და განწყობის ამსახველი იყო.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის გამდიდრებას ემსახურება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203