​კორხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ
26-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებაზე გამორჩეულად ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია, სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისიც. მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი დღესასწაულად ექციათ. საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

ამ დღეს სკოლაში ცოდნამ იზეიმა. წარჩინებულ მოსწავლეები სკოლის დირექტორმა - გალია ირიციანმა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203