
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა წმინდანად შერაცხული სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი.
საიუბილეო დღეების ფარგლებში, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა, 23 ნოემბერს კი ესეების კონკურსისა და კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებითა და საინტერესო სემინარით დაგვირგვინდა.
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი აქტივობების შესახებ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე თავად გვიყვება.
„გუშინ, 23 ნოემბერს გასრულდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო დღეები, რომლის სამზადისში ჩართული იყვნენ ქალაქ ოზურგეთის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი,ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა;
არ გავვრცელდები და მოკლედ ვიტყვი- გაბრიელ ეპისკოპოსი იყო ქართული ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის მტკიცე დასაყრდენი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ,რომელიც თავისი მოძღვრებითა და პიროვნული მაგალითით აძლიერებდა ეროვნულ თვითმყოფადობასა და ზნეობრივ იდეალებს. ილია ჭავჭავაძემ მას დიდი ეროვნული მოღვაწე უწოდა.
დასკვნითი 23 ნოემბრის ღონისძიებამდე არაერთი შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა წმინდანის სახელობის ორივე სკოლამ, 20 ნომბერს ბახვის საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო შემეცნებითი კონფერენცა, და შეჯამდა გამოცხადებული ესეების კონკურსი, მამა იოსებ ნაკაიძემ 22 ნოემბერს გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ მაღალ დონეზე მომზადებულ კონფერენციას უმასპინძლა და ორგანიზება გაუკეთა, კონფერენციაზე მომხსენებლად მოწვეული იყო საპატრირქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების წარმომადგენლები, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბევრი უცნობი ინფორმაცია მიაწოდა წმინდა მღვდელმთავრის აფხაზეთში მოღვაწეობის შესახებ.
და აი დადგა 23 ნოემბრიც ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში ჩატარდა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში და კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები გადასცეს სკოლის საამაყო აღზრდილებმა.
საღამოს კი ოზურგეთის დრამატულ თეატრში წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: