მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ინტელექტუალურ თამაშში მე-2 ადგილი დაიკავეს
25-11-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალული განათლების პროექტში. აქტიური მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, კი აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელ თამაშში დაიკავეს მე-2 ადგილი.

17 ნოემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმისა და ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით გ.ტაბიძის 134 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში-მინიშნებებით გაიმართა.

როგორც მუხურის სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ - საგანმანათლებლო და მნიშვნელოვანი.

პოეტური პაუზის დროს მონაწილეებმა დიდებული პოეტის ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაგვახარეს წარმატებით - მათ საპატიო მე-2 ადგილი დაიმსახურეს ,მიიღეს ფულადი ჯილდო და სიგელი“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეები კონკურსისთვის მოამზადა და მათ მეგზურობა გაუწია სკოლის ფილოლოგმა, წამყვანმა მასწავლებელმა - ნატო ჯოლოხავამ.

სკოლა  მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203