
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა პალეოლითის ეპოქის ადამიანის ცხოვრება შეისწავლეს.
VII კლასში, ისტორიაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა იყო - „პალეოლითის ეპოქის ადამიანის ცხოვრების წესი“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ა. მამულიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები პრეისტორიული ადამიანის ცხოვრების წესს საინტერესო აქტივობებით გაეცნენ.
გაკვეთილზე განიხილეს, როგორ ნადირობდა და აგროვებდა პალეოლითის ეპოქის ადამიანი რესურსებს, რა იარაღებს იყენებდა, რა როლი ჰქონდა გარემო პირობებს ადამიანის გადარჩენასა და განვითარებაში.
მოსწავლეებმა პრეისტორიული ადამიანის იარაღები, საცხოვრისების მაკეტებიც შექმნეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართეს.
იხილეთ ფოტოები: