
დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სასკოლო განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გონივრულ გამოყენებას მიეძღვნა.
19 ნოემბერს, ირგანჩაის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილემ ალექსანდრე კაკულიამ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ნატა კვარაცხელიამ კოლეგებს წარუდგინეს პრეზენტაცია თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გონივრული გამოყენება სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად.
შეხვედრაზე დაიგეგმა თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს ამ პროცესის დასაწყებად და მიზნის მისაღწევად.
მსმენელებისგან დაისვა დამაზუსტებელი კითხვები, რაც მიუთითებს კოლეგების მხრიდან დაინტერესებაზე.
იხილეთ ფოტო: