„ვინ არის ციფრული მოქალაქე“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტერნეტში გონივრულად ქცევის წესები ისწავლეს
25-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტერნეტში გონივრულად ქცევის წესები ისწავლეს. 

სკოლის VI კლასში ჩატარდა გაკვეთილი საინფორმაციო ტექნოლოგიებში, თემაზე - „ვინ არის ციფრული მოქალაქე“, რომელსაც მასწავლებელი ინგა კვირიკაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ციფრულ გარემოში პასუხისმგებლიანი ქცევის, უსაფრთხოების წესებისა და ონლაინეთიკის მნიშვნელობის გაცნობა.

მოსწავლეებმა ინტერნეტსივრცეში უსაფრთხო ქცევის პრინციპები და პირადი ინფორმაციის დაცვის წესები განიხილეს.

მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების ჩამოყალიბებას, რაც ციფრული მოქალაქეობისთვის აუცილებელია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203