
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო შეხვედრა, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას მიეძღვნა.
სკოლაში თემის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. პრეზენტატორები - ელგა თეთვაძე და გულუნაზი კოჩალიძე სოფლის მოსახლეობას ესაუბრნენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა გლობალურ დათბობაზე, ადამიანის დაუდევრობის შედეგებზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოსდცვითი პრობლემების მოგვარებაში.
პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: