რუსთავის N23 სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს საგნობრივ ოლიმპიადებში დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადასცა 
25-11-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მოსწავლეებმა Kings-ის ოლიმპიადაში სხვადასხვა საგანში გამოიჩინეს მაღალი აკადემიური შედეგები და დაიმსახურეს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სიგელები.

სკოლის დირექტორმა - მზია კიწმარიშვილმა დამსახურებულ მოსწავლეებს მედლები და სიგელები გადასცა, აღნიშნა მათი წარმატება და მიულოცა თითოეულს.

„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ წარმატებას! ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს და წარმატებულ მომავალს! მადლობა მშობლებსა და პედაგოგებს მხარდაჭერისა და შრომისთვის“,- აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო დიდი სიყვარულით გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203