
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მათე ონიანის წარმატებით ხარობენ.
მათე ონიანმა ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში, 17-წლამდელთა შორის, 92 კგ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. ახალგაზრდა სპორტსმენი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს 17-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: