
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგი ლალი მურადაშვილი მის მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და მოსწავლეს მრავალფეროვან, სასწავლო-შემეცნებით, სახალისო თუ შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობს.
პირველკლასელისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა „ბაბის გეომეტრიული პერსონაჟებზე“ მუშაობა.
დავალება მიზნად ისახავდა სახალისო, შემოქმედებითი აქტივობის (გაფერადება) გზით შემეცნებითი, მოტორული და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობას, რათა მოსწავლემ გაიღრმაოს გეომეტრიული ფიგურების ცოდნა, განავითაროს წვრილი მოტორიკა და ფანქრის მართვის უნარები, გამოავლინოს შემოქმედებითი აზროვნება და ფერთა აღქმის უნარი.
აქტივობა ასევე ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მესამე (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - გაფერადება, თერაპიული აქტივობაა) და მეოთხე( ხარისხიანი განათლება) მიზნებს.
„ეს მარტივი შემოქმედებითი აქტივობა წარმოადგენს საფუძველს, რომელიც პირველკლასელს უვითარებს ძირითად უნარებს, რომლებიც აუცილებელია შემდგომი სწავლისთვის, ასევე ხელს უწყობს ბავშვის ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას“,- აღნიშნავს პედაგოგი ლალი მურადაშვილი,
იხილეთ ფოტოები: