ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ საქართველოს საშემოდგომო ტრადიციები ღონისძიებით გააცოცხლეს
25-11-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

18 ნოემბერს, ითხვისის N2 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეები. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთნაირი ხალისით იყვნენ ჩაბმული როგორც სამზადისში, ასევე ღონისძიების მიმდინარეობაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და კერძები. იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა და როგორც მოსწავლეებს ისე ღონისძიების სტუმრებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203