დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე არაერთი აქტივობით აღინიშნა
25-11-2025

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ადამიანის უფლებებს, მათი დაცვის მნიშვნელობას, კაცთმოყვარეობასა და შემწყნარებლობას ასწავლიან. 

რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. თარიღს სკოლაში სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა. 

მოქალაქეობის მასწავლებელმა კლასებში ჩაატარა ლექცია-საუბრები, დისკუსიები ტოლერანტობის თემაზე, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები.

მე-8 კლასელებმა მოაწყვეს პრეზენტაცია ტოლერანტობის თემაზე, განიხილეს სიტუაციები და გააკეთეს დასკვნა, რომ ტოლერანტი ადამიანი უნდა იყოს სათნო, მიმტევებელი, შემწყნარებელი და ყველა ადამიანი უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის. 

მოსწავლეებმა, რომლებიც ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან, კარგად იციან, რომ ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის შეხსენება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203