
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილები გამდიდრებულია მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.
ამის ნათელი მაგალითია, მე-7, მე-8 კლასელთა ინგლისური ენის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა ისწავლეს რეკლამის შექმნა და მოამზადეს მოკლე ვიდეორეკლამები, ასევე გაეცნენ ბლოგის შექმნის პრინციპებს და მოამზადეს მოკლე ვიდეობლოგები თავიანთი პირადი ნივთების შესახებ.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა წარმოაჩინეს როგორც ინგლისური ენის ცოდნა ასევე ტექნიკური უნარები და საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტიც შექმნეს.
იხილეთ ვიდეომასალა: ვიდეო1