naec შეფასების კრიტერიუმებსა და ტესტური დავალებების ნიმუშებს აქვეყნებს
25-11-2025

2025 წლის დეკემბერში ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდები A და B დონეებისათვის. პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. A1-A2 და B1-B2 დონეების დიფერენცირება მოხდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ქულას დააგროვებს გამოსაცდელი. სახელმწიფო ენის გამოცდებით მოწმდება: ა) მოსმენის, ბ) კითხვის, გ) წერისა და დ) ლაპარაკის კომპეტენციები.

სახელმწიფო ენის გამოცდები ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. გამოცდების ხანგრძლივობა გარკვეული ინტერვალის ჩათვლით დაახლოებით 3 საათია. ტესტების მაქსიმალური ქულაა 100.

საგამოცდო ტესტები შედგება ოთხ-ოთხი ნაწილისაგან და თითოეულის მაქსიმალური ქულაა 25. I. მოსმენის, II. კითხვისა და III. წერის ნაწილების საერთო ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მცირე შესვენების შემდეგ დაიწყება გამოცდის IV – ლაპარაკის – ნაწილი, რომელიც გაგრძელდება 20 წუთს. საგამოცდო ტესტებს გამოსაცდელები მიიღებენ ელექტრონულად. სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

ტესტური დავალების ნიმუშები და შეფასების სქემები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203