
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.
თემატურად მორთულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები და ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სიუხვესა და მშვენიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომელთაც ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია სხვადასხვა ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: