რუსთავის N23 საჯარო სკოლის „ნორჩი არქეოლოგების“ შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი
24-11-2025

თანამედროვე განათლებაში სულ უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე მხოლოდ მსმენელი კი არა, აქტიური შემსრულებელია. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის IVგ კლასში  (მასწავლებელი-თინათინი ბოჭორიშვილი)  ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ამის ნათელი მაგალითია.

გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვები ახლოს გაცნობოდნენ აქეოლოგის პროფესიას და ხელით შეხებოდნენ იმ ნივთებს, რომლების საუკუნეების წინ არის დამზადებული. 

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, შეითვისეს ექსპერტების პროფესიაც და ვარაუდები გამოთქვეს ნაპოვნ ნივთებზე. ბავშვები ემოციებით ხვდებოდნენ მათ მიერ „გათხრების“ შედეგად აღმოჩენილ თითოეული ნივთს.

„ასეთი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრეატიულობის, შემოქმედებითი უნარების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203