აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს „კინგსის“ ოლიმპიადაში, სადაც სერტიფიკატებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს მიულოცეს წარმატება და წინსვლა უსურვეს. 

დირექტორის თქმით, მსგავსი ღონისძიებები და ოლიმპიადები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203