
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა.
ინტელექტუალური თამაში ტექნიკური საგნების კათედრაზე დაიგეგმა და მაია ნათენაძის და ლიანა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მე-8-მე-12 კლასების მოსწავლეები.
ღონისძიება წარმოადგენდა ინტელექტის ჭიდილს, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა ორგანიზებული იყო, ისე რომ თითოეულ მონაწილეს შეეძლო საკუთარი გონებრივი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება სხვადასხვა დისციპლინაში, მათ შორის - მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში .აქტივობის დასრულების შემდეგ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების კაპიტნებს გადაეცათ სერტიფიკატები.
„აქტივობამ ხელი შეუწყო საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, ჯგუფურ მუშაობის აზრთა ურთიერთგაზიარების, პასუხისმგებლობის და პრობლემის გადაჭრის ერთობლივად მოგვარების უნარების განვითარებას“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: