თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
24-11-2025

თბილისის N37 საჯარო სკოლის მასწავლებლები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ისეთ კულტურულ გასვლით ღონისძიებას, როგორიცაა მუზეუმში ვიზიტი, რადგან აქტივობას მაღალი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს - ეს ისეთი გამოცდილებაა, რასაც ვერ შეცვლის წიგნი თუ პრეზენტაცია. მუზეუმში მოსწავლეებს ეძლევათ შანსი, რეალურად იხილონ ის, რასაც წიგნში სწავლობენ.

ახლახან, სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ინფორმაცის. მოისმინეს ნაწყვეტები კომპოზიტორის ცნობილი ოპერებიდან - „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, ასევე თავად შეასრულეს სახელმწიფო ჰიმნი.

მოსწავლეებს მუზეუმში ახლდნენ - კლასების დამრიგებელი თ.ჯოხაძე და მუსიკის მასწავლებელი თ.ბაღოშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203