კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო საანბანო გაკვეთილი 
24-11-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საანბანი პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

მოსწავლეთა მოტივაციაზე მასწავლებელმა - სიუზანნა თევანიანმა იზრუნა- მოსწავლეები საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით, სახალისო თუ საზეიმო აქტივობებში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

გაიმართა პირველი ასო-ბგერების პრეზენტაცია, მოსწავლეები ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნაც წარმოაჩინეს. 

სულ მალე საზეიმო გაკვეთილი ღონისძიებაში გადაიზარდა და ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203