
ჩინური კალენდრის მიხედვით, 2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია. აღმოსავლურ კულტურაში ითვლება, რომ წლის სიმბოლოს მთავარ ფერებს იღბლის, წარმატებისა და დოვლათის მოზიდვა შეუძლიათ. მოგიყვებით თუ რა ფერები იქნება აქტუალური 2026 წელს - იმისთვის რომ გამოვიყენოთ ინტერიერის დეკორაციასა და სადღესასწაულო იერსახის შერჩევაში.
რა ვიცით ცეცხლოვანი ცხენის წელიწადზე?
აღმოსავლურ კულტურაში ცხენი არქეტიპია გმირისა, რომელიც ისწრაფვის თავისუფლებისკენ, არჩევანს გულის კარნახით აკეთებს და არადრს ჩერდება შუა გზაზე. ცხენს პატივს სცემენ დამოუკიდებლობისთვის, მიზანსწრაფულობისა და მტკიცე ხასიათვისთვის.
ამასთან, წითელი ცეცხლოვანი ცხენი ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე ენერგიულ და გამოკვეთილ ვერსიად ითვლება. ის აერთიანებს ქარიზმას, ამბიციას და ცვლილებებისკენ სწრაფვას. ითვლება, რომ ცეცხლის ელემენტი აძლიერებეს ისედაც აქტიურ ცხენს და თამამი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.
რაზეა პასუხისმგებელი ცეცხლის ენერგია ჩინურ კულტურაში?
რა არის წითელი ცეცხლოვანი ცხენის ძირითადი ფერები? - ძველი ჩინური სწავლების ფენ-შუის თანახმად, თითოეული სტიქია - მეტალი, წყალი, ცეცხლი, მიწა თუ ხე - ერთმანეთზე ნეგატიურ ან პოზიტიურ გავლენას ახდენს.
2026 წელს დომინანტი ცეცხლია.
შედეგად, წითელი ცეცხლოვანი ცხენის მთავარი ფერები დაკავშირებულია ცეცხლის, მიწისა და ხის სტიქიებთან. სტიქიებს, როგორც ვიცით, თავისი განსაზღვრული ფერი აქვთ. მეტალი - თეთრია, წყალი - შავი, ცეცხლი - წითელი, მიწა - ყვითელი, ხე კი - მწვანე.
შესაბამისად, წლის მთავარი ფერი წითელია.
წითელი ცეცხლის ფერია, წლის მთავარი ელემენტის. ითვლება, რომ ის ფინანურ კეთილდღეობას იზიდავს;
აქტუალურია მწვანე, ნეფრიტისფერი - როგორც სიციცხლისუნარიანობის სიმბილო;
ყვითელი, ხორბლისფერი, ჟანგისფერი - მიწის ფერებია, მიწა და ცეცხლი ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული „ელემენტური წყვილია“.
ასევე, წელს აქტუალური იქნება მარჯნისფერი (იზიდავს სიყვარულს) ალისფერი (კარიერული წარმატებისთვის), ბროწეულისფერი (ფინანსების მოზიდვისთვის) და გამომწვარი თიხის ფერი (აძლიერებს ოჯახურ კავშირებს).
იხილეთ ასევე - წითელი ცეცხლოვანი ცხენი - რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?