უმუშევარი ან პენსიონერი პედაგოგები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ - ბიუჯეტი
23-11-2025

აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტში გაწერილია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო აფხაზეთიდან იგპ-თა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ეხება უმუშევარ ან პენსიონერ პედაგოგებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამა ითვალისწინებს ზემო აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურად დაუცველი ოჯახების ოთხ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას; ასევე პენსიონერ და/ან უმუშევარ პედაგოგებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას.

რაც შეეხება დახმარების გაცემის წეს, ოდენობა, ბენეფიციართა კატეგორიებსა და შერჩევის კრიტერიუმებს, ისინი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით.

გარდა ამისა, დადგენილებაში განსაზღვრულია გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203